სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 401 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა, აქედან 401 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 32 448 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 4 894 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 38 პაციენტი. ქვეყანაში დაავადებას სულ 9 370 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები