გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 648 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 91 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 38-ის მდგომარეობა მძიმეა, 46 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 19, გაგრის კლინიკაში – 32, მათგან 4 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 95 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 29 496 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 430, გამოჯანმრთელდა 24 578 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები