სამეგრელო - ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 339 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში 339.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2348 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 40 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
გასული დღე - ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები