სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
55 წლის სენაკელი ქალი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 485 პირი გადის მკურნალობის კურსს. მძიმედ რჩება რუხის კლინიკის 34, სენაკის "ლაზიკა მედის" 2 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული იმყოფება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 241-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები