სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
58 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 478 პირი გადის მკურნალობის კურსს. ისევ მძიმეა რუხის კლინიკის 34, სენაკის "ლაზიკა მედის" 2 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული რჩება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 287-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები