სამეგრელო - ზემო სვანეთში კოვიდი-19 კიდევ 296 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში 296.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878.
გასული დღე - ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები