რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
79 წლის მამაკაცი ხობის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 491 პირი რჩება. მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 329-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები