აუდიო არქივი
აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დღის კორონვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდენ. სამივე გარდაცვლილი ქალია და მათი ასაკი 76, 87 და 85 წელია.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 84 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 102 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 122 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 466, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.