სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 140 ადამიანს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა, მათგან 140 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 4 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129-მდე.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 74 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 51 382 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 6 916 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები