სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 400 - ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 56 018 ტესტირებიდან გამოვლენილია კოვიდით ინფიცირების 4565 შემთხვევა.
მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსი 413 პირს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 78 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 285 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები