სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამთავრობო საიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან 443 სამეგრელო - ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 83 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები