Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 851 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში ვირუსი 115 პირს დაუდასტურდა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებული 55 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები