რუხის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, 34-ის მდგომარეობა მძიმეა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდკლინიკაში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 83 წლის პაციენტი ფოთიდან არის, 70 წლის ქალი კი ზუგდიდის მკვიდრია.
ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 174 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 34-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში, სამეგრელოს კოვიდცენტრებში 470 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 24 მოქალაქე რჩება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 312 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები