დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზუგდიდში რამდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.
კერძოდ, იმუნიზაცია შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებსა და ამცრელ პუნქტებში:
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი;
"ევექსის" პოლიკლინიკა;
კლინიკა "ენელაი";
ბავშვთა პოლიკლინიკა;
რუსთაველის №89 (სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობა);
დევნილთა პოლიკლინიკა.გარდა ამისა, NCDC-ის ცნობით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში.
აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო 1-ელ დეკემბრამდე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები