საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
აქედან 333 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს. განიკურნა კიდევ 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458-მდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 მესტიის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 11 871 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები