გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 786 პირი გამოიკვლიეს და მათგან 141-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, Covid- 19 – ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 64 პაციენტი გადის, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 38 პირია მოთავსებული, 15 მათგანი მძიმედაა. ოჩამჩირის კოვიდკლინიკაში 26 ადამიანი მკურნალობს, გაგრის საავადმყოფოში - 19 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს,, მათგან მძიმეა - 3, ტყვარჩელის ცენტრალურ კლინიკაში - 13, რაც შეეხება სოხუმში მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალს, იქ 73 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 5 მძიმედაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 34 793 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 28 707 ადამიანი, გარდაიცვალა 527 პირი.
მასალის გამოყენების პირობები