რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ზუგდიდელი ქალი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 75 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 470 პირი გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 24 კოვიდინფიცირებული რჩება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში.
გასული დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოჯანმრთელდა Covid-19-ით ინფიცირებული 312 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები