ვაქცინირებული პირებისთვის მიმდინარე წამახალისებელ ლატარიაში 1 500-1 500 ლარი ზუგდიდში აცრილმა 2-მა ადამიანმა მოიგო.
ინფორმაცია ამის შესახებ გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე
https://stopcov.lotto.ge-ზეა განთავსებული. ამავე ოდენობის თანხა მოიგო ფოთში ვაქცინირებულმა მოქალაქემაც.
"აიცერი და მოიგეს" ბილეთებს (ელექტრონული სახით) მოქალაქეები ვაქცინაციის დროს ავტომატურად იღებენ. მონაწილეობის მისაღებად პირი ერთხელ მაინც უნდა იყოს აცრილი. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან.
ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით 14 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები