საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 302 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს. განიკურნა კიდევ 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850-მდე.
ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების 45 799 მიმდინარე აქტიური შემთხვევა. 6 550 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, 470 სამეგრელოს კოვიდცენტრებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 258 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები