სოხუმი: კორონავირუსის 149 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 2 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 687 პირი გამოიკვლიეს და მათგან 149-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული
შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 2 პაციენტი გარდაიცვალა. 69 წლის მამაკაცი სოხუმის ინფქციურ საავადმყოფოში იყო ოთავსებული, 40- მდე წლის ქალი კი გაგრის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 73 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა - 18, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 16, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 49 პირი იმყოფება, მათგან მძიმეა 8.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 556 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 533, გამოჯანმრთელდა - 28 822 პირი.
მასალის გამოყენების პირობები