სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 253 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს. განიკურნა კიდევ 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 822 108-მდე.
ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების 44 652 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 6 286 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 582 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები