გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 678 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 144 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, დაავადებას კიდევ ერთი პირი ემსხვერპლა. 80 წლის ქალი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 205 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 72 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 37 038, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 29 549- მდე, გარდაიცვალა 550 პირი.
.
მასალის გამოყენების პირობები