სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდით კიდევ 252 ადამიანი დაინფიცირდა
სამთავრობო საიტზე Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 282 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 252 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები