Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178-მდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 13 289 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები