სამეგრელო - ზემო სვანეთში COVID-19-ით კიდევ 117 ადამიანი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 976 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117 პირი დაინფიცირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254 - მდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები