სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 317 პირი მკურნალობს, რეგიონში ინფიცირების 227 შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, აქედან 227 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 317 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში კი 23 კოვიდინფიცირებული რჩება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 215 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები