სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 141 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 141 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 936 844-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 553 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 896 868-მდე.
ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 26 090 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 495 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 13 860 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები