კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 235 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 942 173-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 955 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე.
ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 23 235 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 394 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 009 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები