კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
79 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 956 032-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1 126 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 911 666-მდე.
დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 30 184 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 1 228 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 156 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები