8 იანვრის მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 281 ადამიანი მკურნალობს.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 17 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარანტინში იმყოფება 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 159 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები