ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 419 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 80 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუდაუთის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, 92 წლის ქალი და 44 წლის მამაკაცი.
ამავე ცნობით, აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 149 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42 - ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 38307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 31303, გარდაიცვალა- 563 პირი.
მასალის გამოყენების პირობები