სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
85 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 274 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 13-ის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდი
219 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან 129 პირი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები