ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს Covid-19 დაუდგინდა. ეპარქიაში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ,
რომ მეუფე გრიგოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ის მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.
ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ
199 ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები