აფხაზეთში კორონავირუსის 140 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში 380 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 140 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეს
- ღამის განმავლობაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, 73 და 83 წლის ქალები, ასევე 85 წლის მამაკაცი გუდაუთის კლინიკაში იყვნენ მოთავსებული. .
აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 154 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 48 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39 383 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 374, გარდაიცვალა 583 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები