სოხუმმა კორონავირუსის 198 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში 540 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 198 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო
დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, 64 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო 78 წლის მამაკაცი სოხუმის ინფექციურში იყო მოთავსებული.
აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 163 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 43 მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39581 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34588, გარდაიცვალა 585 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები