აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, 428 კი დაინფიცირდა
აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 808 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 428 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე
ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში სამი პაციენტი გარდაიცვალ ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, 69 და 70 წლის მამაკაცები და 68 წლის ქალი.
ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 156 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 43194 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 36412 პირი, გარდაიცვალა 594 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები