კორონავირუსის 1 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 555 პირი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 1 623 ადამიანს დაუდასტურდა.
დაავადებას საქართველოში კიდევ 44 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 060 პირი გარდაიცვალა.
ინფიცირების მიმდინარე 181 293 აქტიური შემთხვევიდან 5 522 საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მასალის გამოყენების პირობები