1 480 ადამიანს დაუდასტურდა COVID-19 სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 1 480 პირს დაუდასტურდა.
დაავადებას საქართველოში კიდევ 39 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 141 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირების მიმდინარე 203 238 აქტიური შემთხვევიდან 5 808 საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მასალის გამოყენების პირობები