სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
71 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 300-ზე მეტი პირი მკურნალობს, მძიმეა 13 პაციენტის მდგომარეობა. საკარანტინე სივრცეში 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ კიდევ
1 611 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსისგან 297 პირი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები