დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 877 ადამიანიდან 561-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 163 პირი მკურნალობს. 35-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 46 074 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 38 005, ხოლო გარდაიცვალა 602 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები