სამეგრელოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, 1 327 დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს კოვიდცენტრებში 3 პაციენტი გარდაიცვალა. ხობის მკვიდრი 61 წლის მამაკაცი და 83 წლის მარტვილელი ქალი "სენამედში" გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
რაც შეეხება 66 წლის სენაკელ მამაკაცს, ის რუხის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 387 ადამიანი კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 42 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID 19-ით ინფიცირების 1 327 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 702-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები