გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.
გარდაცვლილთა შორის ორი, 62 და 76 წლის მამაკაცია, ხოლო სამი პაციენტი, 63, 74 და 91 წლის ქალია.
აღნიშნულ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 112 ადამიანი მკურნალობს. სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 400-მდე პირი იმყოფება. საკარანტინე სივრცეში 42 კოვიდინფიცირებული რჩება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 958-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები