სამეგრელოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 914 დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა.
83 წლის მამაკაცი ზუგდიდის, ხოლო 71 წლის ქალი მარტვილის მკვიდრია.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 400-მდე ადამიანი კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 42 ინფიცირებული მოქალაქე რჩება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID 19-ით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 1 017-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები