დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთის კოვიდკლინიკებში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
მათ შორის 84, 55, 72, 84 წლის მამაკაცები გუდაუთის კლინიკაში მკურნალობდნენ, 87 წლის მამაკაცი კი სოხუმის ინფექციურში.
ამავე ცნობით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 538 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 305 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 213 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 50 186 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 41 706 პირი, გარდაიცვალა 633 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები