779 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა,
გამოჯანმრთელდა 7 223 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 779 პირს დაუდასტურდა.
დაავადებას საქართველოში კიდევ 48 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 981 ადამიანი გარდაიცვალა.
მიმდინარე აქტიური 130 229 შემთხვევიდან 5 252 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მასალის გამოყენების პირობები