აფხაზეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 1 გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 348 ადამიანს ჩაუტარდა,
მათგან 194-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 172 ადამიანი მკურნალობს, აქედან 44 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი, 67 წლის ქალი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 478 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 323, ხოლო გარდაიცვალა 646 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები