კორონავირუსით ინფიცირების 300-მდე შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
ხოლო გამოჯანმრთელდა 4 692 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა
გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 82 046 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები