აფხაზეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევაა, 2 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 105-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 94 ადამიანი მკურნალობს, აქედან 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი, 75 და 82 წლის მამაკაცები გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 274 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 46 467, ხოლო გარდაიცვალა 655 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები