აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 147 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 35-ს COVID-19 დაუდასტურდა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე -ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა - 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო კლინიკებში 47 პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 329 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 502, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები