კორონავირუსი აფხაზეთში 43 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 200 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 43-ს COVID-19 დაუდასტურდა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე -ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა - 73 წლის ქალი გარდაიცვალა.
რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო კლინიკებში 38 პირი მკურნალობს, მათგან 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 529 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 50 721, ხოლო გარდაიცვალა 681 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები